17 თებერვლამდე უნდა მოასწროთ, ასეთი შანსი ხშირად არ მოდის... - ეზოტერიკოსის რჩევა
1771188104
ადვოკატი კონსტანტინე გელაშვილი „პრაიმტაიმთან“ ამბობს, რომ რუსი მომღერლის ტატიანა სოლოვიოვას ბავშვები მინდობით აღზრდაში ბებიასთან გადადიან.
„დღეს განგვიმარტეს, რომ ბავშვები გადაეცემათ ამ ქალის დედას, ბავშვების ბებიას. რომელიც პრინციპში მისივე ოჯახის წევრია და (ძალადობის) გამგრძელებელი იქნება. ერთი ჯიბიდან ბავშვები გადადიან მეორე ჯიბეში. ტატიანა სოლოვიოვას მიმართ მოთხოვნილია შემაკავებელი ორდერი, სისხლის სამართლებრივი დევნა, მოთხოვნილია მისი დაპატიმრება რამდენიმე მუხლით. ვიდეოები რუსეთშია გადაღებული, თავის შინაარსიდან გამომდინარე თუმცა არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომ იგივე არ ხდება საქართველოში“, - ამბობს ადვოკატი.
კონსტანტინე გელაშვილი ბავშვებზე ძალადობის უმძიმეს საქმეზე არასრულწლოვნების მამის ინტერესებს იცავს.
ტატიანა სოლოვიოვას, რომელიც ბავშვებზე ძალადობდა, თბილისის საქალაქო სასამართლომ შვილები ჩამოართვა.