ქუთაისის აეროპორტში მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

 არადეკლარირებული ოქრო

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ქუთაისის აეროპორტი“ კანონდარღვევის 5 ფაქტი აღიკვეთა.

„კერძოდ, მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროსა (საერთო წონა - 440.95 გრამი) და ვერცხლის (წონა: 70.19 გრამი) საიუველირო ნაკეთობები გამოავლინეს.

არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 82 841,39 ლარი შეადგინა.

2 სამართალდამრღვევი მოქალაქის საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა, ხოლო 3 კანონდამრღვევი მოქალაქე საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, ჯამში 27 990,91 ლარით დაჯარიმდა“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.