„ეს მოხდება წლის ბოლომდე...“ - ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
1755460048
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების დაჩქარების მომხრეა.
ტრამპმა გაიხსენა ევროპელი ლიდერების ბოლო ვიზიტი თეთრ სახლში და აღნიშნა, რომ ზოგიერთმა მათგანმა ურჩია, რამდენიმე თვის შემდეგ კიდევ დაეგეგმათ შეხვედრა და სწორედ იქ განეხილათ საკითხი.
დონალდ ტრამპს არ დაუკონკრეტებია, რომელ ლიდერზეა საუბარი.
„ერთ-ერთმა ჯენტლმენმა, რომელიც შესანიშნავი ადამიანია - იმედია, არ ვაწყენინე, თქვა, "მოდით, შევხვდეთ ერთ-ორ თვეში". მე ვუპასუხე, რომ ერთ-ორ თვეში კიდევ 40 000 დაღუპული იქნება. ეს ამაღამვე უნდა გავაკეთოთ-მეთქი, და ასეც მოვიქეცი. მე დავურეკე პრეზიდენტ პუტინს და ვცდილობ, შევათანხმო მისი პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრა," - განაცხადა ტრამპმა.