სტიქია კახეთში - ძლიერმა ქარმა და წვიმამ ახმეტასა და თელავში პრობლემები შექმნა
1753992233
ვხედავთ, რომ ანაკლიის კონსორციუმთან დაკავშირებით ის დიდი სპეკულაცია, რაც ხაზარაძე-ჯაფარიძემ და ამ ჯგუფმა აწარმოა, სრული ფიასკოთი სრულდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
როგორც ქადაგიშვილმა განაცხადა, ეს არა მარტო ეროვნული სასამართლოების დონეზე დამტკიცდა, არამედ ორი არბიტრაჟით.
„პარიზის არბიტრაჟი და ახლა უკვე ამერიკის შეერთებული შტატების არბიტრაჟი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ საქარღველოს ხელისუფლებამ მაქსიმალური ხელშეწყობის პირობები შეუქმნა ამ პროექტს განხორციელებისთვის, მაგრამ ვერც ერთ ჯერზე ამ ადამიანებმა ვერ შეძლეს ამ პროექტის განხირცირლებისთვის საჭირო ვერც ინვესტიციების მოზიდვა და ვერც სხვა საქმის უზრუნველყიფა.
დანარჩენი, ის სპეკულაციები, რომელიც მათ ჰქონდათ მთელი ამ წლების განმავლობაში, საქართველოსა და საქართველოს მთავრბის წინააღმდეგ, სწორედ საერთაშორისო არბიტრაჟების გადაწყვეტილებებით გაქარწყლებულია. გარდა იმისა, რომ ეს დავები წაგებული აქვთ, ამავდროულად საქართველოს მთავრობის და სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მათ გარკვრული თანხების გადახდა აქვთ დაკისრებული“,- განაცხადა ქადაგიშვილმა.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ანაკლიის პორტის საქმეზე დავა ვაშინგტონის არბიტრაჟშიც წააგეს. მათივე ცნობით, აღნიშნული დავის ფარგლებში ხაზარაძისა და ჯაფარიძის ჰოლანდიელი პარტნიორი ბობ მეიერი ითხოვდა 64 მილიონი აშშ დოლარის გადახდას, თუმცა არბიტრაჟმა მისი ყველა მოთხოვნა უარყო და მას თავად დააკისრა საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ 6,5 მილიონი აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება.
ამასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს ინვესტორმა ბობ მეიერმა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა.