ცნობილია, როდის დასრულდება საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი
1781278809
დიდ დიღომში გადაცვლილი 12 წლის გოგონას ექსპერტიზის დასკვნას ოჯახი და ადვოკატები დაახლოებით 10 დღეში ელოდებიან.
ამის შესახებ ,,პრაიმტაიმს“ ოჯახის ადვოკატმა ელისო რუხაძემ განუცხადა.
,,მიმდინარეობს სხვადასხვა ვერსიებზე მუშაობა. ჩვენ, დაზარალებული მხარე ვშუამდგომლობთ რიგ საკითხებზე და გვაქვს ჩვენი პოზიცია და ახლა, მთავარი ექსპერტიზების დასკვნაა.
ექსპერტიზას ერთი თვიდან 2 წლამდე პერიოდიც კი სჭირდება, აბსოლუტურად ინდივიდუალური ამბავია. ვვარაუდობთ, რომ დაახლოებით 10 დღეში მზად იქნება“, - ამბობს ჩვენთან საუბრისას ადვოკატი ელისო რუხაძე.