„მძღოლი პირველივე შემთხვევაში დაჯარიმდება 1000 ლარით“ - საყურადღებო ინფორმაცია
1754995003
ისრაელის თავდაცვის არმიის („ცაჰალის“) გენშტაბის უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა ეიალ ზამირმა თათბირი ჩაატარა და ქალაქ ღაზის აღების ცენტრალური კონცეფცია დაამტკიცა. ინფორმაციას „ცაჰალი“ „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე ავრცელებს.
თათბირში მონაწილეობას გენერალური შტაბის ფორუმის და უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები და სხვა მეთაურები ესწრებოდნენ.
გენერალურ შტაბში გამართული შეხვედრის დროს სამხედრო მეთაურებმა აგრეთვე განიხილეს ისრაელის არმიის მოქმედება დღევანდელ დღემდე, მათ შორის ღაზის ცენტრში მდებარე ზეითუნის კვარტალზე განხორციელებული შეტევა, რომელიც 12 აგვისტოს დაიწყო.