ცნობილია, 18 წლის ბიჭის მკვლელობის საქმეზე დაკავებულების ვინაობა

მოკლეს

„რატის ბარი“, გამთენიისას, 18 წლის ალეკო შაკიაშვილი მოკლეს.

12 მაისს პროკურატურამ წარსულში სხვადასხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის ნასამართლევ 36 წლის ივანე გიგლემიანს, ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას ხულიგნური ქვენაგრძნობით და სასჯელის ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

45 წლის რაჯი პაკელიანს კი გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობას (სსკ-ის 376-ე მუხლი) ედავება. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, მას 3-დან 7 წლამდე პატიმრობა ელის.

პროკურატურაში აცხადებენ, რომ 11 მაისს, დაახლოებით 05:30 საათზე, „რატის ბარში“ ბრალდებულმა კაცმა ალეკო შაკიაშვილს სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები დანით მიაყენა. ახალგაზრდა მიყენებული დაზიანებების შედეგად შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.

რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, რომელიც პროკურატურის განცხადებით, შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა და იცოდა, რომ ჩადენილი იყო განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, განზრახ მკვლელობა, ამის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა.