შეღავათი ათიათასობით მოქალაქეს ეხება - რა მომსახურებაზე ანახევრებს ფასებს იუსტიციის სახლი
1773693742
ბადრი ესებუა ბრალს არ აღიარებს, - ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ, ბრალდებულის ადვოკატმა იოსებ ჯანაშიამ განაცხადა.
ადვოკატმა ქუთაისი ნომერ მეორე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ცოტა ხნის წინ მოინახულა ბანკზე თავდამსხმელი.
,,ის თავს არ ცნობს დამნაშავედ. არანაირ ბრალს, რაც შეეხება ,,საქართველოს ბანკის" დაყაჩაღებას, არ აღიარებს", - განაცხადა ადვოკატმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ძებნილი ბადრი ესებუა სოფელ ჯიხასშკარში გამთენიისას დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.