ლოცვა, რომელიც ხარების დღესასწაულზე იკითხება
1775503911
ადვოკატის ირმა ჭკადუას მტკიცებით, ნელი დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ ცრუ ბრალდებებს აჟღერებს.
ადვოკატის თქმით, დოროყაშვილის ბრალდებების საპასუხოდ თავად ბასილაშვილსაც ბევრი აქვს სათქმელი, თუმცა შვილის ინტერესებიდან გამომდინარე თავს იკავებს.
„თუ ვინმეს ჰგონია, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილს არ აქვს სალაპარაკო, ან არ აქვს მტკიცებულებები, ძალიან ცდება. ნიკოლოზ ბასილაშვილის ტელეფონები არაერთ მტკიცებულებას ინახავს, მაგრამ ის ამის გასაჯაროებას არ ახდენს, ნიკოლოზ ბასილაშვილი არ საუბრობს საჯაროდ, რადგან ამ ყველაფერს ნახავს ბავშვი.
მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ ქალბატონ ნელი დოროყაშვილს შესთავაზა, ყოფილიყო სხდომა დახურული, რადგან ბავშვისთვის ეს იქნებოდა მძიმე, რადგან ბავშვი დადის სკოლაში, ეზოში და შესაძლოა, რომელიმე ბავშვის მხრიდან მოხდეს სხვადასხვა ფორმით მიწოდება და ის, რომ ინტერნეტით ნიკოლას ბასილაშვილმა ეს ყველაფერი თავადაც შეიძლება ნახოს, რაც მატრავმირებელია ბავშვისთვის, ქალბატონმა ნელი დოროყაშვილმა კატეგორიულად მოითხოვა აღნიშნული სხდომები ყოფილიყო საჯარო“ - განაცხადა ირმა ჭკადუამ.
ცნობისთვის, დღეს ნეკა დოროყაშვილმა სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას ბასილაშვილის მხრიდან კონკრეტულ ძალადობაზე ისაუბრა.
ლოცვა, რომელიც ხარების დღესასწაულზე იკითხება
1775503911
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
1775502497
რომელი ლოცვა აღარ იკითხება დღეიდან
1775419264