თამო ვაშალომიძე წითელ ხალიჩაზე მომხდარ ინციდენტზე კომენტარს აკეთებს
1788637905
ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე ხვალ სასამართლოს ჩვენებას, სავარაუდოდ ნეკა დოროყაშვილი მისცემს.
დოროყაშვილი წინა პროცესზე უკვე გამოიკითხა, სხდომა დღეს უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა ბრალდების მხარის გამოუცხადებლობის გამო, სასამართლო პროცესი გადაიდო.
საქმეზე მტკიცებულებების გამოკვლევა ხვალიდან გაგრძელდება.
„ჩვენთვის ცნობილი გახდა მოსამართლისგან იმის შესახებ, რომ ბრალდების მხარის გამოუცხადებლობის გამო დღევანდელი პროცესი გადაიდო ხვალისთვის, დილის 10 საათზე გაგრძელდება. გადადების მიზეზი გახლავთ ის, რომ სამაგისტრო გამოცდას აბარებს ბრალდების მხარე. უნდა გაგრძელებულიყო მტკიცებულებების გამოკვლევა, რომელშიც რა თქმა უნდა შემდგომ დაცვის მხარე თავისი შეკითხვების რეჟიმში გააგრძელებს დაზარალებულის დაკითხვას," - განაცხადა ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატმა მალხაზ სალაყაიამ.