40 845 ლარი მოტყუებით მიისაკუთრა და პირადი მიზნებისთვის გამოიყენა - დაკავებულს ბრალდება წარუდგინეს

პროკურატურა

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დაარწმუნა დაზარალებული, თითქოსდა ერთობლივი ბიზნესსაქმიანობის მიზნით, მისთვის გადაეცა დიდი ოდენობის თანხა, სანაცვლოდ კი მოგების პროცენტს და ძირითადი თანხის დაბრუნებას დაჰპირდა. აღნიშნული მოტივით, ბრალდებულმა დაზარალებულს 40 845 ლარი გამოართვა, რაც მოტყუებით მიისაკუთრა და პირადი მიზნებისთვის გამოიყენა," - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.