ვარლამ წიკლაური „ახალციხის ციხის“ თანამშრომლებს შეხვდა

ვარლამ წიკლაური „ახალციხის ციხის“ თანამშრომლებს შეხვდა

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური, მოადგილეებთან რუბენ კარაპეტიანთან და ნოდარ ტატალიშვილთან ერთად  „ახალციხის ციხის“ თანამშრომლებს შეხვდა.

შეხვედრაზე  ვარლამ წიკლაურმა  მუნიციპალიტეტისათვის „ახალციხის ციხის“, როგორც  მთავარი ტურისტული ცენტრის და სავიზიტო ბარათის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალციხის მერიის მხრიდან ყველაფერი გაკეთდება მისი კიდევ უფრო  განვითარებისათვის.

ვარლამ წიკლაურმა „ახალციხის ციხის“ თანამშრომლებს  მადლობა გადაუხადა თავდაუზოგავი მუშაობისთვის და აღნიშნა, რომ ერთობლივი ძალისხმევით ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება იქნება შესაძლებელი.

ახალციხის ციხის დირექტორმა ზაზა თამარაშვილმა, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელს ტურისტულ ობიექტზე არსებული მდგომარეობის,  ვიზიტორების მზარდი რაოდენობის და გასული წლის სტატისტიკის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.  ასევე, ისაუბრა ციხის ტერიტორიაზე  განხორციელებულ  სამუშაოებზე,  ღონისძიებებზე და სამომავლო გეგმებზე.