„სახლში გაკეთებული აჯაფსანდალი აქვს ნაჭამი...“ - რას ამბობენ ადგილობრივები ხაშურის ტრაგედიაზე
1749152746
ცაგერის კულტურის ცენტრში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება სახელწოდებით ,,იმღერე რამე, თუნდაც უკვე მრავალჯერ ნამღერი" გაიმართა.
ღონისძიება ცაგერის სკოლამდელი და სკოლის გარეშე სააღმზრდელო დაწესებულებების მართვის ცენტრის და საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ორგანიზებით შედგა(პროექტის ავტორი ლელა ლომთაძე).
მუნიციპალიტეტის 15 სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა მუსიკალური, ქორეოგრაფიული ნომრები და ლიტერატურული კომპოზიციები წარმოადგინეს.
ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაში იყვნენ რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ქრისტინა კობახიძე, მუსიკოსი საბა საფარელი, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ირაკლი სილაგაძე, სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები გამოავლინა.
ყველა სკოლის წარმომადგენელს გადაეცა სიმბოლური საჩუქრები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ, რწმუნებულის ადმინისტრაციის აპარატის უფროსი მარიკა დვალი, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის ხელმძღვანელი რევაზ ახვლედიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი, მერიის განათლების, კულტურის, სპორტის სამსახურის უფროსი გოგი კვირიკაშვილი.