სტიქია სამეგრელოში - აბაშის მუნიციპალიტეტში ძლიერმა წვიმამ სახლები დატბორა

აბაშა

ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა აბაშის მუნიციპალიტეტში, დატბორილია საცხოვრებელი სახლის პირველი სართულები. ამასთან, ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა მდინარე კობზა. ყველაზე რთული ვითარება სამიქაო-მაიდნისა და სეფიეთის ადმინისტრაციულ ერთეულებშია.

როგორც აბაშის მერიაში აცხადებენ, ვითარებას ადგილზე მერი მერიის სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად ეცნობა. ჯერჯერობით, უცნობია, რა ოდენობის ზარალი მიადგა მოსახლეობას.