მეცნიერებმა დედამიწის მახლობლად უზარმაზარი გაზის გიგანტის არსებობის ახალი მტკიცებულებები აღმოაჩინეს

პლანეტა

ჩვენთან ყველაზე ახლოს მდებარე ვარსკვლავურ სისტემაში, რომელიც დედამიწიდან მხოლოდ 4,5 სინათლის წლის მანძილზეა, ე.წ. გაზის გიგანტი - იუპიტერის ან სატურნის ტიპისა პლანეტა არსებობს. მეცნიერებმა მისი არსებობის სანდო მტკიცებულებები იპოვეს.

როგორც ჩანს, ამ პლანეტაზე სიცოცხლის ნიშნები არ არის, მაგრამ შესაძლოა მას ჰქონდეს სატელიტები, რომლებზეც შეიძლება სიცოცხლისთვის მისაღები პირობები არსებობს.

ალფა ცენტავრას სისტემაში ამ პლანეტის არსებობის ნიშნები ძლიერი კოსმოსური ტელესკოპის „ჯეიმს ვების“ დახმარებით გამოავლინეს. პოტენციური პლანეტა ჯერ კიდევ შარშან აღმოაჩინეს, მაგრამ შემდგომი დაკვირვებებისას დაკარგეს.

განსაკუთრებით საინტერესოა, რომ ვარსკვლავი, რომლის გარშემოც ეს პლანეტა მოძრაობს, ჩვენს მზეს ჰგავს.

„ოთხი სინათლის წელი დიდი მანძილია, მაგრამ გალაქტიკური მასშტაბით ძალიან ახლოს ვართ, ეს ჩვენი „უბანია“. ის ბრუნავს ვარსკვლავის გარშემო, რომელიც სითბოსა და სიკაშკაშით ჩვენს მზეს ჰგავს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, თუ გვინდა ვიპოვოთ დასახლებული პლანეტები“, - ამბობს ოქსფორდის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი დოქტორი კარლი ჰოვეტი.

მეცნიერები მიიჩნევენ, რომ პლანეტა მხოლოდ ერთხელ მისი ვარსკვლავის სიკაშკაშის გამო შეამჩნიეს - ვარსკვლავიდან მომავალი სინათლე იმდენად მკვეთრია, რომ გვერდით მდებარე ობიექტებს „ფარავს“. ასტრონომები პლანეტის არსებობის ახალი მტკიცებულებებს ძებნას გააგრძელებენ. უახლოეს მომავალში ისინი NASA-ს ახალი ტელესკოპის Nancy Grace Roman Space Telescope-ის გამოყენებას გეგმავენ, რომლის გაშვებაც 2027 წლისთვისაა დაგეგმილი.