1747854625
სოფლის მეურნეობის მინისტრი, სოფელ გამარჯვებაში კომბინირებული საკვების საწარმოს მუშაობას გაეცნო, რომელიც სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით აშენდა

ქვემო ქართლში, სოფელ გამარჯვებაში, კომპანია "სმარტ ფიდის" საწარმო 35 სახეობის კომბინირებულ საკვებს აწარმოებს. აქ ყოველთვიურად საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი 1400-მდე ტონა პროდუქცია მზადდება. იდეის განსახორციელებლად მილიონ ნახევარი ლარის ღირებულების ინვესტიცია, სოფლის განვითარების სააგენტომ გაიღო.
სახელმწიფოს მხარდაჭერით, მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ინვესტიცია განხორციელდა საკონსერვო საწარმოს შესაქმნელად კახეთშიც. შედეგად, გასულ წელს, სოფელ გამარჯვებაში, "სადილის" ბრენდით, მილიონზე მეტი ქილა კონსერვი დამზადდა. საწარმოში მუდმივად 40 ადამიანია დასაქმებული.
"გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების დაფინანსება; "დანერგე მომავალი", "შეღავათიანი აგროკრედიტი" - სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამბობენ, რომ მხარდამჭერი პროგრამების გასაფართოებლად მუშაობა გრძელდება. დღეს, მინისტრმა კახეთსა და ქვემო ქართლში განხორციელებული პროექტები მოინახულა და საჭიროებები მოისმინა.
სოფლის განვითარების სააგენტოში აცხადებენ, რომ მათ მიერ განხორციელებული პროექტები ადგილობრივი წარმოების ზრდასთან ერთად, დამატებითი სამუშაო ადგილებს ქმნის, რაც ეკონომიკურ მდგომარეობაზეც აისახება.
ოფიციალური ინფორმაციით, გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების პროგრამის ფარგლებში, 270 საწარმო უკვე შეიქმნა.