დეპრესია, შესაძლოა, ყოველდღიურად მიღებულმა ამ ერთმა პროდუქტმა გამოიწვიოს - ფსიქიატრი
1753720693
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი, ჯონდო მდივნიშვილი, პირველ მოადგილესთან, ზურაბ კოჭლამაზაშვილთან, ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ დავითიანში, გზის მშენებლობის სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
პროექტის ფარგლებში, გზის 2 326 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე, ასფალტ - ბეტონის დაგებასთან ერთად, სანიაღვრე არხები, ცხაურები და ხიდები მოეწყობა. საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით, ახლად დაგებულ გზაზე, საგზაო ნიშნები მოეწყობა და გზის სავალი ნაწილი დაიხაზება.
პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარების ფონდი აფინანსებს და მისი ღირებულება 2 162 624 ლარს შეადგენს.