„თურმე, ჩემი ფეხით მივედი მორგში...“ - ავარიისას დაღუპული გოგოს და საბედისწერო დღეს იხსენებს
1750794867
შინდისში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა მიმდინარეობს, - ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
„პროექტის ფარგლებში მოეწყობა ჭაბურღილი, საქლორატორო, სადაწნეო კოშკი, გამანაწილებელი ქსელი და დამონტაჟდება ინდივიდუალური მრიცხველები.
სამუშაოების დასრულების შემდეგ სოფელში მცხოვრები 120 - მდე ოჯახი განახლებული წყალმომარაგების სისტემით ისარგებლებს.
სამუშაოები გორის მუნიციპალიტეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება
გარდა შინდისისა, მიმდინარე წელს სასმელი წყლის სისტემების მოწყობა/რეაბილიტაცია მიმდინარეობს კიდევ 8 სოფელში - ერგნეთი, ფლავისმანში, ქვემო არცევში, ფლავში, დიცში, აძვში, კოშკასა და ქვეშში“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.