„5-ჯერ ესროლა, შემდეგ კი ფიზიკურად იძალადა...“ - გორში მამა-შვილის მკვლელობის ახალი დეტალები
1746003029
სარწყავი წყლის ეფექტიანი განაწილება მნიშვნელოვანი გამოწვევაა საქართველოს მელიორაციის კომპანიისთვის. თავის მხრივ, ამ რესურსის სწორ მართვაზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ხარისხიანი და უხვი მოსავლის მიღება და ფერმერთა შემოსავალი. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების (წმო) შექმნა, განვითარება და ეფექტიანი მართვა არის გზა, რომელიც ყველა განვითარებულმა ქვეყანამ გაიარა და დანერგა სარწყავი წყლის რესურსების სწორი მენეჯმენტის მიზნით.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ახლად შექმნილ წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის გამგეობის წევრებთან გამართულ შეხვედრაზე წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების (წმო) ფუნქციონირების საკითხები განიხილა შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა გიგლა თამაზაშვილმა.
საგარეჯოს წყალმომხმარებელთა ორგანიზაცია ფერმერთა პირველი გაერთიანებაა, რომელიც საქართველოს მელიორაციასთან მჭიდრო თანამშრომლობით გეგმავს წევრების სარწყავი წყლით უზრუნველყოფას და სამელიორაციო სერვისების მკვეთრ გაუმჯობესებას. წყალმომხმარებელთა ორგანიზაცია მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით შეიქმნა და, პირველ ეტაპზე, მის განვითარებაზეც მსოფლიო ბანკი იზრუნებს, რომელიც, გარდა ტექნიკური დახმარებისა, გამოცდილების გაზიარებისა და ინოვაციების დანერგვის მიზნით, საერთაშორისო ექსპერტებს მოიწვევს.
„კომპანიის მიზანია, ხელი შეუწყოს ფერმერთა პირველ გაერთიანებას; ვასწავლოთ სწორი ორგანიზაციული მართვა, სწორი მიდგომები და ის საირიგაციო პროცესები, რომლებიც შემდგომში უნდა განვითარდეს. წყლის რესურსების ეფექტიანად გამოყენების და ფერმერისათვის საჭირო დროს, საჭირო რაოდენობის წყლის სტაბილური მიწოდებისა და სამართლიანი განაწილების უზრუნველსაყოფად, იმედი მაქვს, რომ არამარტო კახეთის რეგიონში, არამედ ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა საირიგაციო სისტემაზე წყალმომხმარებელთა ორგანიზაციები შეიქმნება“, - აღნიშნა გიგლა თამაზაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ პირველი წყალმომხმარებელთა ორგანიზაცია, რომელშიც 184 ადგილობრივი ფერმერია გაერთიანებული ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის მარჯვენა მაგისტრალური არხის გ-16 და გ-31 გამანაწილებლების არეალში დაფუძნდა და მოიცავს სოფლებს: გიორგიწმინდა, ნინოწმინდა და წყაროსთავი.
ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.