ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ინდოეთს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ თავდასხმის შემსრულებლებმა, ორგანიზატორებმა და მხარდამჭერებმა პასუხი აგონ

ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

ინდოეთს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ თავდასხმის შემსრულებლებმა, ორგანიზატორებმა და მხარდამჭერებმა პასუხი აგონ, – ამის შესახებ ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარმა განაცხადა.

ინდოეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, თავდასხმასთან დაკავშირებით გაერო-ს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს ესაუბრა.

„მივიღე ზარი გაერო-ს გენერალური მდივნისგან, ანტონიო გუტერეშისგან. ვაფასებ მის მიერ პაჰალგამში ტერორისტული თავდასხმის ცალსახა დაგმობას. შევთანხმდით ანგარიშვალდებულების მნიშვნელობაზე. ინდოეთს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ თავდასხმის შემსრულებლებმა, ორგანიზატორებმა და მხარდამჭერებმა პასუხი აგონ“, – განაცხადა სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარმა.

22 აპრილს ჯამუსა და ქაშმირის რეგიონში, ქალაქ ფაჰალგამში თავდასხმას 22 ადამიანი ემსხვერპლა. თავდასხმის შემდეგ ინდოეთსა და პაკისტანს შორის ურთიერთობები უკიდურესად გამწვავდა. ინდოეთის მედიის თანახმად, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა თავდაპირველად პაკისტანელი ტერორისტის, ჰაფიზ საიდის „ლაშქარ-ე-თაიბას“ მარიონეტულმა დაჯგუფებამ, „წინააღმდეგობის ფრონტმა“ აიღო, თუმცა მოგვიანებით პოზიცია შეცვალა. პაკისტანის ხელისუფლება თავდასხმასთან რაიმე სახის კავშირს უარყოფს.