1781210306
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ნარუჯის მეხუთე ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ნარუჯის მეხუთე ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება.
პროექტის მიხედვით, უკვე მოეწყო გზის მიერთებები და სანიაღვრე არხები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს 2 440 მეტრი სიგრძის ასფალტის საფარის დაგება და ეზოებში შესასვლელების მოწყობა.
სამუშაოებს ადგილზე ოზურგეთის მერი პაატა კუნჭულია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
გზის რეაბილიტაცია, რომლის ღირებულება 2 035 534 ლარს შეადგენს, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.
Wizz Air-ი განცხადებას ავრცელებს
1781185313












