ოშორაში აქტიურად მიმდინარეობს კლუბის რეაბილიტაცია

რეაბილიტაცია

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ოშორაში აქტიურად მიმდინარეობს კლუბის რეაბილიტაცია.

სამშენებლო სამუშაოები ასპინძის მუნიციპალიტეტის მერმა როსტომ მაგრაქველიძემ დაათვალიერა.

პროექტის ფარგლებში შენობას სრული რეაბილიტაცია უტარდება. სამუშაოების ღირებულება 305 980 ლარს შეადგენს.

სამშენებლო სამუშაოები გეგმა-გრაფიკით მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში დასრულდება.