1758051983
ოზურგეთში ქმარმა ცოლი მოკლა

ოზურგეთში 64 წლის ქმარმა 60 წლის ცოლს სანადირო თოფით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, რის შემდეგაც ქალი ადგილზევე გარდაიცვალა.
შემთხვევა სოფელ ქაქუთში ცოტა ხნის წინ მოხდა. ადგილზე ექპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, კაცი დაკავებულია.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში გვითხრეს, ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს.