თბილისში, ბინაში მცხოვრებმა, კარადაში გველი ნახა
1781293794
ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ პროექტ “ჩემი სოფლის დიალექტები“ გამარჯვებული მონაწილეები დააჯილდოვა.
კონკურსში მონაწილეობდნენ ონის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების VI, VII, VIII, IX, X კლასების მოსწავლეები, სადაც ხუთმა საჯარო სკოლამ გაიმარჯვა, ხოლო ნამუშევრები ონის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შერჩეულმა საკონკურსო კომისიამ და სოციალური ქსელის მომხმარებელმა მოწონებების მეშვეობით გამოავლინეს.
კონკურსის გამარჯვებული სკოლებია:
სსიპ ონის მუნიციპალიტეტის სოფელ გლოლის საჯარო სკოლა
პრეზენტაციით -„გლოლური დიალექტები“;
სსიპ ონის მუნიციპალიტეტის სოფელ უწერის საჯარო სკოლა
პრეზენტაციით - „დიალექტები“;
სსიპ ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიორის საჯარო სკოლა
პრეზენტაციით - „ჩემი სოფლის დიალექტები“;
სოციალური ქსელის მომხმარებლის რჩეული გახდა:
სსიპ სიმონ სხირტლაძის სახელობის ქალაქ ონის საჯარო სკოლა
პრეზენტაციით - „ცოცხალი არქივი: ღებური დიალექტის ანატომია“;
სსიპ ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლა
პრეზენტაციით - „რაჭული კილო: ენისა და მთის ეკოსისტემა“
მონაწილე საჯარო სკოლებს გადაეცათ საჩუქრები, გამარჯვებული კონკურსანტები დაჯილდოვდნენ სიგელებით და ექსკურსიით რომლის ფარგლებშიც გაემგზავრებიან სოფელ ვარიანში იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში.
პროექტი 2021-2030 წლების სახელმწიფო ენის ერთიანი პროგრამის (სტრატეგიის) შესასრულებლად ონის მუნიციპალიტეტის 2025-2026 წლების სამოქმედო გეგმის თანახმად, ერთ-ერთ აქტივობას წარმოადგენს და მისი მიზანია, რაჭული დიალექტების კვლევა, სოფლის დიალექტების შესახებ ჩანაწერების მომზადება, შედარება თანამედროვე სამეტყველო ენასთან