გიორგი გაბუნია რუსთავის არქეოლოგიური ექსპედიციის გახსნას დაესწრო

გიორგი გაბუნია

პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია რუსთავის არქეოლოგიური ექსპედიციის გახსნას დაესწრო, რომელიც რუსთავის ციხის ტერიტორიაზე აღმოჩენილი IX-XII საუკუნეების სასახლის არქეოლოგიურ კვლევას ისახავს მიზნად.

ექსპედიცია კულტურის სამინისტროსა და რუსთავის მერიის ორგანიზებით იმართება და მასში 100-მდე არქეოლოგი და მოხალისე მონაწილეობს.

რუსთავის არქეოლოგიური ექსპედიციის გახსნას პარლამენტარი ირაკლი შატაკიშვილი, საკანონმდებლო ორგანოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრი ალექსანდრე დალაქიშვილი, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი თეა ონიანი, არქეოლოგიური ექსპედიციის წევრები და სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

რუსთავის ისტორიულმა ციხემ არსებობის განმავლობაში რამდენჯერმე იცვალა სახე. პირველად ისტორიულ წყაროებში, რუსთავი ქალაქად ძველი წელთაღრიცხვის IV საუკუნიდან ჩნდება.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო სასახლისა და რუსთავის ციხე-ქალაქის არქეოლოგიური პოტენციალს სრულად შეისწავლის, შემდგომში კი კონსერვაცია-რესტავრაციის პროექტს კოორდინაციას გაუწევს.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.