„ახალგაზრდა გოგოა გარდაცვლილი...“ - რა ხდება ამ წუთებში მეტროსადგურ „სამგორში“
1778790858
გარდაბანში მომხდარი ავარიის შედეგად, გარდაცვლილთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა. ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა, ის კი კლინიკაშია გადაყვანილი. გავრცელებული ინფორმაციით, BMW-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა. მანქანას ცეცხლი გაუჩნდა.
კადრები ადგილიდან ↓
@primetime.ge უმძიმესი ავარია გარდაბანში - გარდაცვლილთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა
♬ original sound - Prime Time • პრაიმ ტაიმი
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ადგილზე იმყოფებიან ოჯახის წევრებიც.
მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას მთვრალ მდგომარეობაში, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა).
„პრაიმტაიმი" დამატებით დეტალებს შსს-ში არკვევს.