ფოთის მერი: ,, ახალი სივრცეების შექმნასთან ერთად, ჩვენთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია უკვე არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა და გაუმჯობესება“

ფოთის მერი

ფოთის ცენტრალური პარკის განვითარება გრძელდება.

ფოთის კულტურისა და დასვენების ცენტრალურ პარკში იგეგმება ახალი ატრაქციონების დამატება და არსებული სივრცეების განახლება, რათა კიდევ უფრო საინტერესო და კომფორტული გარემო შეიქმნას მოქალაქეებისა და სტუმრებისთვის.
სასიამოვნო სიახლეები პარკის თანამშრომლებს ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ პირადად გააცნო.

„ახალი სივრცეების შექმნასთან ერთად, ჩვენთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია უკვე არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა და გაუმჯობესება.

ცენტრალურ პარკში მალე დაემატება ახალი ატრაქციონები და დაგეგმილია არაერთი სიახლე პარკის სტუმრებისთვის.

ამასთან ერთად, ვმუშაობთ პარკის თანამშრომლების სამუშაო პირობების გაუმჯობესებაზეც, რათა მათ ჰქონდეთ კომფორტული და უსაფრთხო სამუშაო გარემო,“ აღნიშნა ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ.

ფოთის მუნიციპალიტეტი აქტიურად გააგრძელებს ქალაქის კულტურული და რეკრეაციული სივრცეების განვითარებას როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური ბიუჯეტის მხარდაჭერით.