სტამბოლში, 19 მსახიობი და მომღერალი დააკავეს - ცნობილია დაკავებულების ვინაობა
1759916398
სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში პოლიცია საღამოს საათებში 3D ჰოლოგრაფიულ პოლიციელებს ტესტავს.
ყოველ საღამოს, საღამოს 7-დან 10 საათამდე, სეულის ხალხმრავალ უბანში, 170 სმ-ზე მეტი სიმაღლის ფორმიანი პოლიციელი ჩნდება და მაცხოვრებლებს ახსენებს, რომ „საგანგებო შემთხვევებში პოლიცია დაუყოვნებლივ მოახდენს რეაგირებას“ და რომ „ყველგან სათვალთვალო კამერებია“.
ეს არ არის ჩვეულებრივი პოლიციელი, არამედ 3D ჰოლოგრამა, რომელიც შექმნილია მოქალაქეებისთვის ფსიქოლოგიური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის თავიდან ასაცილებლად. პოლიციელის მოდელი გასული წლის ოქტომბერში, საცდელად დამონტაჟდა და ბოლო მონაცემები აჩვენებს, რომ მას მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა დანაშაულის შემცირებაზე.
„ჰოლოგრამის ნიშანი სულ უფრო მეტად ყალიბდება, როგორც ჭკვიანი უსაფრთხოების მოწყობილობა, რომელიც ზრდის მოქალაქეების მიერ აღქმულ უსაფრთხოებას და აქვს ფსიქოლოგიური პრევენციული ეფექტი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის წინააღმდეგ“, - განაცხადა პოლიციის განყოფილების უფროსმა.
სეულის მეტროპოლიტენის პოლიციის სააგენტოს ცნობით, „პოლიციელის“ დაყენების შემდეგ მიმდებარე ტერიტორიაზე დანაშაული 22%-ით შემცირდა რაც მნიშვნელოვან შედეგად ითვლება.
სამხრეთ კორეის პოლიციამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამ ტექნოლოგიას პირდაპირ არ შეუძლია დამნაშავეების დაკავება, მას მნიშვნელოვანი შედეგები მოაქვს დანაშაულის პრევენციისა და უსაფრთხოების განცდის შექმნის კუთხით.
პოლიციის მხრიდან დადებითი გამოხმაურების მიუხედავად, ჰოლოგრაფმა ფართო საზოგადოებაზე დიდი შთაბეჭდილება არ მოახდინა. ონლაინ კომენტარებში მონაწილე ადამიანების უმეტესობამ ის თანამედროვე საშინელებას შეადარა და ხუმრობით აღნიშნა, რომ დანაშაულების რაოდენობა შესაძლოა შემცირდა, რადგან ხალხს მოჩვენება-პოლიციელის დანახვის შემდეგ პარკში შესვლის ეშინოდა.