26 მაისს სიღნაღში საზეიმო ღონისძიება გაიმართება

26 მაისი

26 მაისს,  ქალაქ სიღნაღში, მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, საზეიმო ღონისძიება გაიმართება.

ღონისძიების პროგრამა:11:00-12:00 სთ - სადღესასწაულო მსვლელობა ქალაქის ქუჩებში;13:00-18:00 სთ - ქ. სიღნაღის ცენტრალურ მოედანზე ფოლკლორის ფესტივალი;13:00-16:00 სთ - ქ. სიღნაღის ,,ბულვარში“ თავისუფალი ტურნირი ჭადრაკში;14:00-16:00 სთ -  ქ. სიღნაღის  ,,ბულვარში“  შეჯიბრი ძიუდოში;15:00-16:30 სთ -  ქ. სიღნაღის  ,,ბულვარში“  შეჯიბრი მკლავჭიდში;ერთად ვიზეიმოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე! #26მაისი  #ესდღეჩვენია