მძიმე ავარია აბაშაში - რა დეტალებია ცნობილი
1754037214
ზაფხულში ფეხის ტერფის ჰიგიენაზე გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" დერმატო-ვენეროლოგი, მედიცინის დოქტორი ზაზა თელია საუბრობს:
„ყოველდღე კარგად დაიბანეთ ფეხები საპნითა და წყლით. განსაკუთრებით გარეთ, პლაჟზე ან აუზზე ყოფნისას. საპონში იგულისხმება დასაბანი საშუალება, რომელიც ანტისეპტიკურ საშუალებას ან ალკოჰოლს შეიცავს. ალკოჰოლი და ანტისეპტიკური საშუალებები ბაქტერიულ და სოკოვან აგენტებს ანეიტრალებს და მათ გამრავლებას ხელს უშლის. ზაფხულის პერიოდში უმჯობესია, თუ დღის განმავლობაში ფეხს რამდენჯერმე დავიბანთ.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფეხსაცმელი მაღალი ხარისხის იყოს. როგორც წესი, ზაფხულის პერიოდში ბადის ტიპის, სუნთქვადი მასალისგანა დამზადებული ფეხსაცმელი გამოგვადგება. ასევე, შეგვიძლია ტყავი გამოვიყენოთ.
ალბათ, გინახავთ, რომ ფეხსაცმელს ზაფხულში შიშველ ფეხზე ატარებენ. ეს რეკომენდებული არ არის. სანდლებს ჩავიცვამთ თუ ბადისებრ ფეხსაცმელს, აუცილებლად წინდასთან ერთად უნდა გამოვიყენოთ. როდესაც კანს ფეხსაცმლის მატერიასთან პირდაპირი შეხება აქვს, განსაკუთრებული რისკია, რომ გარკვეული ტიპის პრობლემები დაიწყოს და კანის დაზიანება გამოიწვიოს. ყველაზე კარგი ბამბუკის წინდაა".
იხილეთ გადაცემა ვრცლად: