იტალია მილიონობით ადამიანის მოქალაქეობის გაუქმებას გეგმავს
1773684811
ინდური მედიცინის ექსპეტი არუნ ხათრი სოციალურ ქსელში გამომწერებს მორიგ რჩევას უზიარებს.
„ხორცი თავად არ არის მტერი. ხორცი შეიცავს მაღალი ხარისხის ცილას და ბუნებრივ ცხიმებს. ნამდვილი პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც მას ვაერთებთ ძალიან ბევრ პურთან, რაფინირებულ ნახშირწყლებთან და ტკბილ სასმელებთან. ასეთი კომბინაცია გადატვირთავს ორგანიზმს, ზრდის ინსულინს, ანელებს მონელებას და დროთა განმავლობაში იწვევს ანთებასა და მეტაბოლურ სტრესს.
როდესაც ცილა და ცხიმი მიიღება ბოჭკოვან, ბოსტნეულთან ერთად, მონელება ბევრად უკეთ მუშაობს. ბოჭკო ხელს უწყობს ნაწლავების ჯანმრთელობას, ნაღვლის სწორ გამოყოფას და ეხმარება ორგანიზმს ცხიმების სწორად გადამუშავებაში.
ბოსტნეულის დამატება, რომელიც მომზადებულია ბუნებრივი ძმრით, კიდევ უფრო აუმჯობესებს მონელებას. ძმარი ხელს უწყობს კუჭის მჟავიანობის მხარდაჭერას და ცილისა და ცხიმის უკეთ დაშლას. დაბალანსებული კვება ბევრად ნაკლებად მოქმედებს ნეგატიურად ქოლესტეროლზე, ვიდრე დამუშავებულ ნახშირწყლებთან ერთად მიღებული ხორცი. ნუ დააბრალებთ ყველაფერს ხორცს, შეცვალეთ კომბინაცია “ - წერს არუნ ხათრი.