ტრაგედია საქართველოს სახალხო არტისტის, ვალერი სიჭინავას ოჯახში
1755373827
ექიმი სალომი თმის ცხელი წყლით დაბანისგან თავის შეკავებას გვირჩევს.
ექიმმა აინა სალომმა განაცხადა, რომ ბევრი ადამიანი თმას არასწორად იბანს. მან Vanitatis-თან საუბარში ამ პროცედურის დროს დაშვებულ ძირითად შეცდომებზე მიუთითა.
სალომის თქმით, შამპუნით მხოლოდ თავის კანი უნდა დაიბანოთ და არა თავად თმა - ის გაიწმინდება ჩამობანის დროს წარმოქმნილი ქაფის წყალობით, განმარტა მან.
ექიმმა ასევე მოგვიწოდა თმის ცხელი წყლით დაბანისგანთავის შეკავებისკენ, რადგან წყლის მაღალი ტემპერატურა თმას აშრობს და ასუსტებს. გარდა ამისა, მისი თქმით, ბევრი ადამიანი ჩამობანას საკმარის დროს არ უთმობს, რის გამოც შამპუნი ბოლომდე არ შორდება თმას. ამან შეიძლება თავის კანის გაღიზიანება გამოიწვიოს. სალომმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თმის დაბანის წესის შეცვლა შეიძლება უფრო ეფექტური იყოს, ვიდრე ძვირადღირებული ნიღბები.
ტოპ 10 რჩევა თმის მოვლის შესახებ აუზის შემდეგ
ცურვა აღიარებულია ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო სპორტად: კურნავს სხეულს, ამაგრებს ზურგს და მშვენივრად წვავს კალორიებს. აუზში ცურვისას ყველაზე მავნე ფაქტორი არის ქლორირებული წყალი, რომელიც უარყოფითად მოქმედებს თმაზე. უსაფრთხოებისთვის აუზში წყალი დეზინფიცირებულია ქლორით, თუმცა, ეს ნამდვილად არ არის თმისთვის კარგი.