1753717767
3 მოწყობილობა, რომელიც უნდა გათიშოთ, თუ არ იყენებთ

ბევრი მოწყობილობა და ტექნიკა, მაშინაც კი, თუ ისინი არ გამოიყენება, მაგრამ ქსელთან არის დაკავშირებული, ელექტროენერგიის მოხმარებას აგრძელებს. მიუხედავად იმისა, რომ მცირეა, ეს დამატებითი ხარჯებია. ამიტომ, ეს სამი მოწყობილობა ყოველთვის უნდა გამორთოთ, თუ მათ არ იყენებთ, წერს SlashGear .
ტელევიზორი
ბევრი მომხმარებელი უბრალოდ თიშავს ტელევიზორს ყურების შემდეგ, მაგრამ ის მაინც აგრძელებს ქსელიდან მუშაობას. შესაბამისად, ენერგიის მოხმარება გრძელდება ლოდინის რეჟიმშიც კი. ამიტომ, ზედმეტი ხარჯების თავიდან ასაცილებლად, უმჯობესია გამორთოთ ის დენის წყაროდან.
როუტერი ინტერნეტისთვის
უმეტეს სახლებში როუტერი მუშაობს 24 საათის განმავლობაში, რადგან ინტერნეტი შეიძლება ნებისმიერ დროს დაგჭირდეთ. თუმცა, თუ სამსახურში მიდიხართ და ამ დროს სახლში არავინ არის, მაშინ როუტერი შეიძლება გამორთოთ. იგივე ეხება იმ შემთხვევებსაც, როდესაც მოგზაურობაში, შვებულებაში, მეგობრებთან ან ნათესავებთან მიდიხართ.
დამტენი
შესაძლოა, ამ მოწყობილობამ იმაზე მეტი ელექტროენერგია მოიხმაროს, ვიდრე თქვენ გგონიათ. აღმოჩნდა, რომ მაშინაც კი, თუ ტელეფონს არ ტენით, მაგრამ დამტენი შეერთებულია, ის ელექტროენერგიას მოიხმარს.