ნათლობის წესში ცვლილება შევიდა - ნახეთ, ყველა დეტალი
1750359420
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის ჯანმრთელობის დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, არსენ ტოროსიანს შეხვდა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საყოველთაო ჯანდაცვის და დაზღვევის მიმართულებით საქართველოს მიერ განხორციელებულ რეფორმებსა და მიღწეულ პროგრესზე.
„ჩემს კოლეგას აინტერესებდა საყოველთაო ჯანდაცვის და დაზღვევასთან დაკავშირებით საქართველოში არსებული ვითარება და ჩვენი გამოცდილების გაზიარება, რადგან ჩვენი მეგობარი ქვეყანა ამ რეფორმებს ახლა ატარებს“, - აღნიშნა ზაზა ლომინაძემ.
მისი თქმით, საუბარი ასევე შეეხო ჯანდაცვის მიმართულებით არსებულ საერთო გამოწვევებს და მიგრაციის საკითხებს.