არჩილ გორდულაძე „ენჯეოებზე“: ეს ადამიანები გვეუბნებიან, რომ ჩვენს ქვეყანაში ადამიანის უფლებები მაღალ დონეზე იყო 2003-2012 წლებში, სადაც გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა იყო და ამის შემდეგ დაირღვა ადამიანის უფლებები?!

არჩილ გორდულაძე

ეს ადამიანები [„ენჯეოები“] გვეუბნებიან, რომ ჩვენს ქვეყანაში ადამიანის უფლებები მაღალ დონეზე იყო 2003-2012 წლებში, სადაც გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა იყო და ამის შემდეგ დაირღვა ადამიანის უფლებები?! , - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.

წამყვანმა დეპუტატს ჰკითხა, რას უპასუხებს „ენჯეოებს“, რომლებიც ხშირად აკრიტიკებენ ხელისუფლებას იმის გამო, რადგან მათი აზრით ხელისუფლება რუსულ კანონებს იღებს და ისინი არ აპირებენ რუსული სტილით იცხოვრონ.

„ქართული ოცნება“ არ აპირებს რუსული კანონების მიღებას, ამავდროულად, ქვეყანაში მიღებული კანონები ემსახურება კანონის უზენაესობას, საზოგადოების უსაფრთხოებას და იმ სუვერენიტეტის გაძლიერებას, რომელზეც ხშირად ვსაუბრობთ. ეს ადამიანები [„ენჯეოები“] გვეუბნებიან, რომ ჩვენს ქვეყანაში ადამიანის უფლებები მაღალ დონეზე იყო 2003-2012 წლებში, სადაც გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა იყო და ამის შემდეგ დაირღვა ადამიანის უფლებები?! ასეთი უსამართლო ქცევების და განცხადებების გამო არის, რომ საზოგადოებას აქვს უარყოფითი განცდა და ნდობა ეკარგება დასავლეთის და ევროპის მიმართ“, - აღნიშნა გორდულაძემ.