რომელი ლოცვა აღარ იკითხება დღეიდან
1775419264
საქართველოს პირველმა ლედიმ, თამარ ბაგრატიონმა აზერბაიჯანის პირველ ლედის, მეჰრიბან ალიევას სადილზე უმასპინძლა.
ამის შესახებ მეჰრიბან ალიევა სოციალურ ქსელში წერს.
„6 აპრილს თბილისში სადილი გაიმართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პირველი ლედის, მეჰრიბან ალიევას პატივსაცემად, საქართველოს პირველი ლედის, თამარ ბაგრატიონის სახელით“, – წერს აზერბაიჯანის პირველი ლედი სოციალურ ქსელ „იქსზე.“
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოს დღეს ეწვია.