მძღოლი დაჯარიმდება 100, 200 და 300 ლარით, ასევე დააკლდება ქულები - რეგულაციის დეტალები
1794996190
სალომე ზურაბიშვილი შობას ულოცავს იმ მორწმუნეებს, ვინც დღესასაულს 25 დეკემბერს ზეიმობს.
"ვულოცავ ყველას, ვინც დღეს შობის დღესასწაულს ზეიმობს!
საქართველოში კონფესიათა სიმრავლე და მათი მშვიდობიანი თანაცხოვრების მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია საამაყოა ჩვენი ქვეყნისათვის.
ვუერთდები საქართველოში არსებული სხვადასხვა ქრისტიანული ეკლესიის მრევლის, ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვანი, ღირსეული ნაწილის სიხარულსა და საზეიმო განწყობას, რომელიც მუდამ თან ახლავს ქრისტესშობის დღესასწაულს.
ვუსურვებ ჯანმრთელობას, სიხარულსა და კეთილდღეობას!" - ნათქვამია პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.