პატრიარქი სამძიმრის წერილს ავრცელებს
1786899455
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს, 5 დეკემბერს პოლონეთის პრეზიდენტს, ანჯეი დუდას შეხვდება.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, ვარშავაში ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრის შემდეგ მედიისთვის განცხადებებიც გაკეთდება.
6 დეკემბერს დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობა ქალაქ ოსვენციმში, წმ. გრიგოლ ფერაძის მოწამებრივი სიკვდილიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში, სადაც გაიმართება საქართველოს და პოლონეთის ფოსტის ერთობლივი მარკის - „წმ. მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძე“ წარდგენისა და ხელმოწერის ცერემონია.
სამუშაო ვიზიტისას საქართველოს პრეზიდენტი ქალაქ კრაკოვში პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკისა და მისი მეუღლის საფლავს გვირგვინით შეამკობს და მათ ხსოვნას პატივს მიაგებს.
პატრიარქი სამძიმრის წერილს ავრცელებს
1786899455