ვინც პატივს არ სცემს ქვეყანაში არსებულ კანონმდებლობას და ხალხს, ასეთი ადამიანების მიმართ უნდა იყოს გამოყენებული საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად, ქვეყნიდან გაძევების მექანიზმი - არჩილ გორდულაძე

არჩილ გორდულაძე

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, ქვეყნის ინტერესია, რომ სუვერენიტეტი იყოს ძლიერი და ვინც პატივს არ სცემს ქვეყანაში არსებულ კანონმდებლობას და ხალხს, ასეთი ადამიანების ქვეყნიდან გაძევების საშუალება და მექანიზმი უნდა არსებობდეს.

"ჩვენი ქვეყნის ინტერესია, რომ სუვერენიტეტი იყოს ძლიერი და ყველა, ვინც არ სცემს ჩვენი ქვეყნის მართლწესრიგს პატივს, არც სცემს პატივს ჩვენს ქვეყანაში არსებულ კანონმდებლობას და ხალხს, პირდაპირ მონაწილეობენ ძალადობრივ აქციებში, უხეშად არღვევენ კანონმდებლობას, ასეთი ადამიანების მიმართ უნდა იყოს გამოყენებული საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად, ქვეყნიდან გაძევების საშუალება და მექანიზმი. ისევ და ისევ, რათა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება, მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.