1692302192
ვფიქრობ, ეს არის შანტაჟი, რომელიც არის გათვლილი იმაზე, რომ შეიძლება პროცესები სხვა მიმართულებით განვითარდეს ქვეყანაში - ირაკლი კობახიძე ტუსკის განცხადებაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პოლონეთის პარლამენტში, დონალდ ტუსკის განცხადებას, რომ მისი მთავრობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ლობირებს ინიციატივას, საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის რეჟიმი გაუქმდეს, შანტაჟს უწოდებს.
როგორც კობახიძე აღნიშნავს, ქართველმა ხალხმა შარშან თავის არჩევანი გააკეთა და მათ არჩევანს ქვეყნის გარეთ პატივი უნდა სცენ.
"რა თქმა უნდა, სამწუხარო და დასანანია. რეალურად გუშინ პოლონეთის პარლამენტში მოვისმინეთ მუქარა ქართველი ხალხის მიმართ, რაც, ბუნებრივია, არ აისახება ევრო-ბიუროკრატიის იმიჯზე დადებითად. იმედი მაქვს, რომ მომავალში დამოკიდებულება შეიცვლება. არ შეიძლება ასე ემუქრებოდნენ ქართველ ხალხს იმის გამო, რომ ვიღაცებს არ მოსწონთ ქართველი ხალხის არჩევანი.
ქართველმა ხალხმა გააკეთა თავის არჩევანი შარშან, მან მხარი დაუჭირა ქვეყნის განვითარებას, მშვიდობას ქვეყანაში, საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას. ვინმეს მოსწონს თუ არ მოსწონს ეს არჩევანი, ყველამ მას პატივი უნდა სცეს. უადგილოა მუქარები ქართველი ხალხის მიმართ.
ვფიქრობ, ეს არის შანტაჟი, რომელიც არის გათვლილი იმაზე, რომ შეიძლება პროცესები სხვა მიმართულებით განვითარდეს ქვეყანაში, თუმცა რეალურად ყველა ხედავს, რომ ასეთი შანტაჟი, რომელიც მრავალი წელია გრძელდება, არ მოქმედებს ქართველ ხალხზე. ვფიქრობ, შანტაჟი შანტაჟად დარჩება, თუმცა ასეც და ისეც. ეს მუქარა არის დასანანი და სამწუხარო", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.