ტრაგედია თათა გიორგობიანის ოჯახში
1750881103
„ვერავინ ეღირსება, რომ საქართველო დაემსგავსოს იმ ქვეყანას, სადაც კანონის უზენაესობა არ იქნება“, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ გადაცემა „ღამის კურიერში“ საუბრის დროს განაცხადა.
რატი იონათამიშვილის თქმით, სამართლის წინაშე ყველა ადამიანი თანაბარია და, დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, ყველას შესაბამისი პასუხი გაეცემა.
„ცალკეულ პირებს უნდათ, კანონს არ დაემორჩილონ, დანაშაული ჩაიდინონ, სამართალდამცველს ხელი გაარტყან, სიძულვილის კამპანია აწარმოონ, პირდაპირ შეურაცხყოფა მიაყენონ მოქალაქეებს და ა.შ.
სამართლებრივი სახელმწიფოა ჩვენი ქვეყანა და, რა თქმა უნდა, ნებისმიერ დანაშაულზე, რომელიც წერია სისხლის სამართლის კოდექსში შესაბამის პასუხისმგებლობა [დადგება]. ვერავინ ეღირსება, რომ საქართველო დაემსგავსოს იმ ქვეყანას, სადაც კანონის უზენაესობა არ იქნება“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.