„ვარაუდზე დაფუძნებით დოკუმენტები არ დგება, მითუმეტეს არ დგება 100-გვერდიანი დოკუმენტები, 72 საათის შუალედში“ - ნიკოლოზ სამხარაძე „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებული ანგარიშზე

ნიკოლოზ სამხარაძე

„მოსკოვის მექანიზმის" ფარგლებში მომზადებული ანგარიში კვლავაც განხილვის საგანია პოლიტიკურ სპექტრში.

მმართველი გუნდისთვის ანგარიში რეალობას აცდენილია და აცხადებენ, რომ დოკუმენტი გამოყენებულია ქვეყანაზე თავდასხმის იარაღად.

"როდესაც ჩვენი ასეთი საერთაშორისო ორგანიზაციის დოკუმენტზე გვაქვს საუბარი, იქ, რა თქმა უნდა, უნდა იყოს ფაქტები წარმოდგენილი და მტკიცებულებები. ვარაუდზე დაფუძნებით დოკუმენტები არ დგება, მითუმეტეს არ დგება 100-გვერდიანი დოკუმენტები, 72 საათის შუალედში. ეს არის ჩვენი მთავარი კრიტიკა და როგორც ვხედავთ ძალიან ბევრი ფაქტობრივი უზუსტობაც არის. ასევე, კითხვის ნიშნებია ექსპერტის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით," - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ.