ვახტანგ ჩოჩია: უცხოური მოქალაქეობის მქონე პირები იღებდნენ აქციებში მონაწილეობას და ასრულებდნენ უცხოურ დავალებებს

ვახო ჩოჩია

თითოეული ის პირი, რომელიც დაარღვევს საქართველოს კანონმდებლობას და აღნიშნული დარღვევა იქნება მძიმე ხასიათის, მისი დეპორტაცია მოხდება 20 წლით, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის კაბინეტის უფროსმა, ვახტანგ ჩოჩიამ.

„უცხოური მოქალაქეობის მქონე პირები იღებდნენ აქციებში მონაწილეობას და ასრულებდნენ უცხოურ დავალებებს. ისინი ასევე გამოირჩეოდნენ აგრესიით, არ ასრულებდნენ პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას და იღებდნენ საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში დესტრუქციის შემოტანაში მონაწილეობას. თითოეული ის პირი, რომელიც დაარღვევს საქართველოს კანონმდებლობას და აღნიშნული დარღვევა იქნება მძიმე ხასიათის, მისი დეპორტაცია მოხდება 20 წლით, ხოლო თუ იქნება მსუბუქი დანაშაული, დეპორტაცია 0-დან 3 წლამდე ვადით განხორციელდება. უფრო გამარტივდება და ეფექტური გახდება დანაშაულთან ბრძოლა ამ ასპექტში“, - აღნიშნა ჩოჩიამ.

დღეს პარლამენტი, სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან დაკავშირებით მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს განიხილავს.