პუტინის ოცნება იყო მთელი უკრაინის დაპყრობა, ვფიქრობ, რომ ჩემი დამსახურებით, ის ამას ვერ გააკეთებს - დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი აზრით, ვლადიმირ პუტინს უკრაინასთან ომის დასრულება სურს, თუმცა დასძინა, რომ „შესაძლებელია“ რუსეთის პრეზიდენტი განზრახ აყოვნებს მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებს. ამის შესახებ ტრამპმა ABC-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

„მისი ოცნება იყო მთელი ქვეყნის დაპყრობა. ვფიქრობ, რომ ჩემი დამსახურებით, ის ამას ვერ გააკეთებს“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

ABC-ს ჟურნალისტის კითხვაზე, ენდობა თუ არა რუსეთის პრეზიდენტს, ტრამპმა თავი შეიკავა პირდაპირი პასუხისგან.

„მე შენ არ გენდობი. ბევრ ადამიანს არ ვენდობი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ის პატივს მცემს და მჯერა, რომ ჩემი დამსახურებით, ის მთელ უკრაინას ვერ დაიპყრობს, თუმცა მისი გადაწყვეტილება, მისი არჩევანი იქნებოდა უკრაინის სრული დაპყრობა“, – განაცხადა ტრამპმა.