თუ ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ ქალბატონი ელენე ხოშტარია და მისი ოჯახი კაგებესთან არის შეკრული, მას ექნება რესურსი, ეს გამოიძიოს - ხვიჩია

„გირჩის“ ლიდერი

„გირჩის“ ლიდერი, იაგო ხვიშია „დროას“ დამფუძნებლის, ელენე ხოშტარიას ოჯახის წევრის ანგარიშზე რუსეთიდან თანხის ჩარიცხვის ფაქტს გამოეხმაურა.

„თუ ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ ქალბატონი ელენე ხოშტარია და მისი ოჯახი კაგებესთან არის შეკრული, მას ექნება ამის რესურსები, რომ ეს გამოიძიოს. მე ასე არ ვუყურებ ქალბატონ ელენეს, მიუხედავად პოლიტიკურად მის მიმართ ჩემი ბევრი კრიტიკული დამოკიდებულებისა“, - განაცხადა ხვიჩიამ.

16 ივნისს „ქრონიკამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „დროას“ დამფუძნებლის ოჯახის წევრის ანგარიშზე რუსეთიდან, პერიოდულად, მილიონობით რუსული რუბლი ირიცხება. მხოლოდ ბოლო სამი-ოთხი თვის განმავლობაში ელენე ხოშტარიას ოჯახის წევრის სახელზე რამდენიმე მილიონი რუსული რუბლი და ათიათასობით დოლარია ჩარიცხული, საერთო ჯამში დაახლოებით 140-დან 150 ათას დოლარამდე, საიდანაც ნაწილი ჩარიცხულია მოსკოვის დიდი თეატრის, ნაწილი კი რუსეთის ფედერალური ბიუჯეტის ანგარიშიდან.