1754385975
სპორტის მინისტრმა საქართველოში კატარის სახელმწიფოს ელჩს უმასპინძლა

სპორტის მინისტრმა საქართველოში კატარის სახელმწიფოს ელჩს უმასპინძლა
საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ საქართველოში კატარის სახელმწიფოს ელჩ ჰასან ბინ აჰმედ ალ-მუტავასთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე საქართველოსა და კატარს შორის სპორტის სფეროში ურთიერთობების განმტკიცებასა და თანამშრომლობის გაღრმავებაზე იმსჯელეს.
შეხვედრას ესწრებოდა სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილი.