წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში სანზონის მაჟორიტარი დეპუტატი გვაზაურის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა

no

 წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში სანზონის მაჟორიტარი დეპუტატი გვაზაურის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა. ვალერიან პაპუაშვილი ადგილზე გაეცნო მოსახლეობის პრობლემებს, განიხილეს და ერთად დაგეგმეს სამომავლო ნაბიჯები.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა წყლისა და შიდა გაყვანილობის საკითხებს. კანდიდატმა ადგილობრივებს ის სამომავლო გეგმები და პრიორიტეტები გააცნო, რის განხორციელებასაც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, კალაძის გუნდი გეგმავს.