1792663955
ირაკლი კობახიძე მიწვეულია მსოფლიო მთავრობათა სამიტზე, რომელსაც დუბაი უმასპინძლებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, აჰმედ ალ-ნუაიმის შეხვდა.
შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები განიხილეს.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ელჩმა საქართველოს მთავრობის მეთაურს გადასცა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრემიერ-მინისტრის, დუბაის მმართველის, შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმის ოფიციალური მიწვევა გაერო-ს წყლის კონფერენციაზე, რომელიც აბუ-დაბიში გაიმართება და ასევე მიწვევა მსოფლიო მთავრობათა სამიტზე, რომელსაც დუბაი უმასპინძლებს.











