რატომ არ შეიძლება აღდგომამდე წითელი კვერცხის ჭამა
1775595565
ირანმა პაკისტანის წინადადება ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The New York Times-ი ავრცელებს.
გადაწყვეტილება მოჰყვა პაკისტანის აქტიურ დიპლომატიურ ძალისხმევასა და თეირანის მთავარი მოკავშირის, ჩინეთის ჩარევას. პეკინმა ირანს მოქნილობის გამოჩენისა და დაძაბულობის დეესკალაციისკენ მოუწოდა.
სამი ირანელი მაღალჩინოსნის განცხადებით, ამ გადაწყვეტილების მიღებისას გადამწყვეტი როლი ითამაშა კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაზიანებით გამოწვეულმა ეკონომიკურმა კოლაფსმა და მზარდმა შეშფოთებამ ქვეყნის სტაბილურობაზე.
მათივე ინფორმაციით, ზავის პირობებს მხარი დაუჭირა ირანის ახალმა უზენაესმა ლიდერმა, აითოლა მოჯთაბა ხამენეიმ.