ბრაზილია შეჯახება

1781472354

ტრაგედია ბრაზილიაში - ვერტმფრენების შეჯახებას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა

ბრაზილიის ქალაქ რიო-დე-ჟანეიროში ორი ვერტმფრენი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი ექვსივე ადამიანი დაიღუპა, - აცხადებენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.ოფიციალურმა უწყებებმა გამოძიება დაიწყეს, რათა დაადგინონ კვირას დილით მომხდარი ავიაკატასტროფის მიზეზები. შემთხვევა ქალაქის დასავლეთ გარეუბანში, რეკრეიო დოს ბანდეირანტესის რაიონში მოხდა.მეხანძრეების ინფორმაციით, ვერტმფრენები შეჯახების შემდეგ ელექტრომობილების სადილერო ცენტრის ავტოსადგომზე ჩამოვარდნენ, რის შედეგადაც დაახლოებით 20 ავტომობილი დაიწვა.სახანძრო სამსახურის წარმომადგენლის, ფაბიო კონტრეირასის განცხადებით, ხანძრის ჩაქრობა განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა, რადგან ელექტრომობილებში გამოყენებული ლითიუმ-იონური ბატარეებიდან ტოქსიკური აირები გამოიყოფოდა.„როდესაც ასეთი ტიპის ბატარეა იწვის, ის გამოყოფს ძლიერ ტოქსიკურ აირებს და მნიშვნელოვნად ზრდის როგორც ტემპერატურას, ისე ხანძრის სიმძაფრეს,“ - განაცხადა კონტრეირასმა.   

ურსულა ფონ დერ ლაიენი და კაია კალასი

1781440905

კალასი ფონ დერ ლაიენის ამბიციების წინააღმდეგ - Euronews ბრიუსელის შიდა დაპირისპირების დეტალებს აქვეყნებს

"კალასის წინააღმდეგ აგორებული ტალღა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის მწარე სიმართლეს აშიშვლებს", - გამოცემა Euronews-ი ევროკავშირის კულუარებიდან ვრცელ სტატიას აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ საგარეო უწყების ხელმძღვანელი კაია კალასი მწვავე კრიტიკისა და ძალაუფლების დაკარგვის საფრთხის წინაშეა.სტატიის მიხედვით, კალასის დასუსტების მიღმა არა მხოლოდ წევრი ქვეყნების უკმაყოფილება, არამედ ურსულა ფონ დერ ლაიენის მზარდი ამბიციები და საგარეო პოლიტიკის ბერკეტებისთვის ბრძოლა დგას.კაია კალასის, როგორც საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის მიმართ მზარდმა კრიტიკამ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაში არსებული სტრუქტურული ნაკლოვანებები და დაძაბულობა გამოააშკარავა - წერს მედია.კაია კალასი პოლიტიკურ ქარბორბალაში მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც გავრცელდა საფრანგეთის მთავრობასთან დაკავშირებული არაფორმალური დოკუმენტი, რომელიც მისი, როგორც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელის, პოზიციის რადიკალურ რეფორმირებას ისახავს მიზნად. დოკუმენტი სამ ვარიანტს განიხილავს, რომელთაგან ერთი მას გააძლიერებდა და მის კომპეტენციებს ვაჭრობისა და ეკონომიკური განვითარების სფეროებში გააფართოებდა. თუმცა, დანარჩენი ორი ვარიანტი მის როლს საგრძნობლად დაასუსტებდა - უფლებამოსილებების ნაწილს გადასცემდა ან ურსულა ფონ დერ ლაიენის ხელმძღვანელობით მოქმედ ევროკომისიას ან უშუალოდ წევრ ქვეყნებს. ამ დამაზიანებელი სათაურების ფონზე, კალასმა გზა გაუხსნა ახალ დისკუსიას, თუმცა მკაფიოდ აღნიშნა, რომ საბოლოო სიტყვა მაინც ევროკავშირის ხელშეკრულებებს ეკუთვნის, რომლებიც განსაზღვრავენ უმაღლესი წარმომადგენლის მანდატს - აღნიშნულია სტატიაში."მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ევროკავშირის ინსტიტუტების როლები და პასუხისმგებლობები მკაფიოდ არის გაწერილი ხელშეკრულებებში. ეს ჩარჩო უცვლელი რჩება", - წერდა კალასი წერილში, რომელიც თანამშრომლებს გაუგზავნა და რომელიც Euronews-მა მოიპოვა.საფრანგეთის დოკუმენტი ზუსტად იმ დროს გამოჩნდა, როდესაც კალასის კრიტიკოსები სულ უფრო ხმამაღლა გამოხატავდნენ უკმაყოფილებას მისი საქმიანობით. უმაღლესმა წარმომადგენელმა რიგი უკმაყოფილებები გამოიწვია კომენტარებით ჩინეთზე, უკრაინის დასახმარებლად რუსეთის გაყინული აქტივების გამოყენების დაჟინებული მოთხოვნით, აშშ-ის ადმინისტრაციასთან დაძაბული ურთიერთობითა და ამბიციური გეგმების წარდგენით დედაქალაქებთან წინასწარი კონსულტაციების გარეშე.კალასის კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ ის აჟღერებს პოზიციებს, რომლებიც სცილდება ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის მიერ მოწონებულ კონსენსუსს და ხანდახან სუბიექტურ მოსაზრებაში გადადის.სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ, რომელიც ბრიუსელის ხშირი კრიტიკოსია და თავისი განსხვავებული პოზიციებით არის ცნობილი, მისი გადაყენება რამდენჯერმე მოითხოვა.ანონიმურობის პირობით, სხვადასხვა ქვეყნის რამდენიმე დიპლომატმა აღიარა, რომ კალასის წინააღმდეგ მიმართული ტალღა ბოლო კვირებში გაძლიერდა."სამწუხაროდ, ის თავად აკეთებს ბევრ რამეს მხარდაჭერის დასაკარგავად. მას არ ეხერხება საბჭოში ალიანსების შექმნა", - თქვა ერთ-ერთმა დიპლომატმა.დიპლომატები ამბობენ, რომ რეალური პრობლემები სათავეს იღებს რთული და მოძველებული ინსტიტუციური წყობიდან, რომელიც უმაღლეს წარმომადგენელს ორ ცეცხლს შუა აყენებს - ევროკომისიასა და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურს შორის, რომელსაც ის ერთპიროვნულად ხელმძღვანელობს. გარდა ამისა, ევროკავშირის დონეზე საგარეო პოლიტიკა ერთსულოვნების პრინციპს ეფუძნება, რაც ნიშნავს, რომ გადაწყვეტილების მიღება მთლიანად დედაქალაქების პრეროგატივაა. ერთი "არა"-ც კი საკმარისია მთელი სამოქმედო კურსის, თუნდაც უბრალო განცხადების ჩასაშლელად.პრაქტიკაში ეს კალასს ტოვებს ისეთი საგარეო პოლიტიკის სათავეში, რომლის მიმართულებაც საბოლოო ჯამში მის კონტროლს არ ექვემდებარება."EEAS და უმაღლესი წარმომადგენლის პოზიცია შეიქმნა სხვა დროსა და ეპოქაში, როდესაც მსოფლიო სრულიად სხვანაირად გამოიყურებოდა. სისტემა ნულიდან რომ შეგვექმნა, დღეს მას ასე ნამდვილად არ ავაწყობდით", - აღნიშნა კიდევ ერთმა დიპლომატმა."შეიძლება თუ არა, რომ EEAS უკეთ მუშაობდეს? ალბათ კი. შეეძლო თუ არა უმაღლეს წარმომადგენელს თავის კაბინეტში საქმეები სხვანაირად გაეკეთებინა? ალბათ კი. მაგრამ მოდით ვთქვათ პირდაპირ: აქ ყველაზე დიდი პრობლემა დაყოფილი საბჭოა", - სადაც წევრი ქვეყნები სხედან.დიპლომატის თქმით, კალასის მცდელობები, გაექარწყლებინა იდეა უკრაინაში ომის დასასრულებლად მოსკოვთან სამშვიდობო მოლაპარაკებებში პირდაპირი ჩართვის შესახებ, წარუმატებელი აღმოჩნდა. საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერები, გაერთიანებულ სამეფოსთან ერთად, კვლავ განიხილავენ ამ ვარიანტს. კალასს რიგი ქვეყნების მხარდაჭერა აქვს."კალასი არ არის სრულყოფილი და უშვებს საკუთარ შეცდომებს, მაგრამ ისინი არ არის იმაზე დიდი, ვიდრე მისი წინამორბედების შეცდომები იყო", - თქვა ერთ-ერთმა დიპლომატმა.როგორც მედია წერს, დამატებითი ფაქტორია მზარდი დაძაბულობა, ერთი მხრივ, კალასსა და EEAS-ს, ხოლო, მეორე მხრივ, ფონ დერ ლაიენსა და ევროკომისიას შორის. ფონ დერ ლაიენის მეთაურობით კომისია იქცა თვითგამოცხადებულ "გეოპოლიტიკურ" აქტორად. რამდენიმე მნიშვნელოვან შემთხვევაში ამ გადაცდომამ კომისიის პრეზიდენტს საწინააღმდეგო შედეგი მოუტანა, თუმცა უმეტესწილად ლიდერებმა მას უფლებამოსილებების გაფართოების საშუალება მისცეს, რამაც კიდევ უფრო შეასუსტა ის მანდატი, რომელიც კალასს უნდა შეესრულებინა.ზოგიერთი დიპლომატი ეჭვობს, რომ ფრანგული დოკუმენტის მიერ გამოწვეული დიდი ხმაური სხვა არაფერია, თუ არა ინსტიტუციური შიდა ბრძოლის შედეგი. კითხვაზე, სურდა თუ არა ფონ დერ ლაიენს EEAS-ის გაუქმება, მისმა პრესსპიკერმა განაცხადა: "ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახური არის იმ ინსტიტუტების ნაწილი, რომლებიც ახორციელებენ ევროკავშირის პოლიტიკას და, რა თქმა უნდა, ჩვენი პრეზიდენტის მხრიდან მას მხარდაჭერა აქვს".

ჰოროსკოპი

1779045421

18 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები  18 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?   ვერძიეცადეთ, ოჯახის წევრებს და მეგობრებს თქვენი სიყვარული და მზრუნველობა უფრო ხშირად დაანახოთ. ოჯახის მხარდაჭერა დიდი ენერგიით აგავსებთ, ამიტომ თქვენც მაქსიმალური ყურადღება უნდა გამოიჩინოთ. მხოლოდ თქვენს ოჯახს შეუძლია თქვენი უპირობოდ მიღება და გაგება.კუროგირჩევთ, ეს შაბათი დღე ღია ცის ქვეშ გაატაროთ და, თუ შესაძლებლობა გაქვთ, ახლობელ ადამიანებთან ერთად ხანმოკლე მოგზაურობაში გაემგზავროთ. ამ დღეებში ყურადღებით იყავით - შესაძლოა, თქვენი ძველი ქმედება ბუმერანგივით დაგიბრუნდეთ.ტყუპებიდროა, სახლს და ოჯახს მეტი ყურადღება მიაქციოთ და ყველაფერი სახლის საფუძვლიანი დასუფთავებით დაიწყოთ - ამ მხრივ ბევრი სამუშაო დაგიგროვდათ. საღამოს შეიძლება ოჯახის წევრებთან ერთად კინოში წახვიდეთ ან უბრალოდ გაისეირნოთ. ოჯახის წევრებთან ერთად რაც უფრო მეტ დროს გაატარებთ, მით უკეთესია.კირჩხიბიძალიან გადაიღალეთ, ამიტომ დროა, „წუთშესვენება“ აიღოთ და საკუთარ პრიორიტეტებს გადახედოთ. ზოგჯერ საკუთარ თავს პრობლემებს თავად უქმნით, ამიტომ ეცადეთ, გაერკვეთ, რა გსურთ და რის მიღწევას ცდილობთ? გირჩევთ, საბუთები მოაწესრიგოთ - შესაძლოა, უახლოეს ხანში ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყოს.ლომიგირჩევთ ყველა საქმე ცოტა ხნით გადადოთ და პირად ცხოვრებასა და საყვარელ ადამიანს მეტი დრო დაუთმოთ. სამყარო დიდი ენერგიით დაგაჯილდოებთ, მთავარია, ეს ენერგია სასიკეთო საქმიანობაზე დახარჯოთ.ქალწულიამ დღეს გარშემო მყოფებთან მცირე კონფლიქტები გელით. დილიდან გაღიზიანებული ხართ და შენიშვნებზე მკვეთრად რეაგირებთ. ასე თუ გაგრძელდა, საღამომდე შეიძლება ყველას წაეჩხუბოთ, ამიტომ გირჩევთ, ურთიერთობები შეზღუდოთ და ცოტა ხნით განმარტოვდეთ. ხელსაყრელი დღეა ვარჯიშებისა და დიეტის დაწყებისთვის.სასწორებიამ დღეს არავის ენდოთ. იმდენად ალალი ადამიანი ხართ, რომ ვერ ამჩნევთ როგორ იყენებენ თქვენს სიტყვებს თქვენ წინააღმდეგ. გახსოვდეთ, რომ პირადი და ოჯახური საქმეები საიდუმლოდ უნდა შეინახოთ და არავის გაუმჟღავნოთ. უამრავი პრობლემის გადაჭრა მოგიწევთ, მაგრამ ვარსკვლავების მხარდაჭერა სირთულეების გადალახვაში დაგეხმარებათ.მორიელიმეგობრებთან და თანამოაზრეებთან ურთიერთობა მხოლოდ სარგებელს მოგიტანთ. თუ რჩევა გჭირდებათ, უნდა ითხოვოთ - ამ დღეს სწორ რჩევებს მოგცემენ. შესაფერისი დროა ადრე დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად. მოერიდეთ უსარგებლო საუბრებს, განსაკუთრებით სამსახურში.მშვილდოსანიმთელი კვირის განმავლობაში ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ზრუნავთ. მიმდინარე ხარჯებიდან გამომდინარე, შემოსავლის გაზრდა ნამდვილად გჭირდებათ. ამ დღეს მხოლოდ საკუთარ ძალებს უნდა დაეყრდნოთ - პარტნიორებს და მოკავშირეებს ახლა თქვენთვის არ სცალიათ.თხის რქაამ დღისთვის ბევრი საქმე თუ გაქვთ დაგეგმილი, გირჩევთ, სია გაანახევროთ და მთელი ყურადღება ერთ, ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე გადაიტანოთ. ამ დღეს ყველაზე მეტად ხელმძღვანელობასთან ურთიერთობას და გარშემო მყოფებთან კამათს უნდა მოერიდოთ. თუ ვერ ახერხებთ, უბრალოდ სახლში დარჩით.მერწყულიუამრავი საოჯახო საქმე გელით და შაბათი სწორედ ამას უნდა დაუთმოთ. ახლობელი ადამიანების დახმარების იმედი ნუ გექნება - ამ დღეს ყველაფერს მარტო უნდა გაუმკლავდეთ. ეცადეთ ფინანსურად მომგებიან გარიგებებს, რომლებიც მალე შემოსავალს მოიტანს, მეტი ყურადღება მიაქციოთ.თევზებიშრომისმოყვარეობა შესანიშნავი თვისებაა, მაგრამ თქვენი სხეული თქვენი აქტიურობით გადაიღალა. ახლა ყველაზე მეტად სიმშვიდე და დასვენება გჭირდებათ. საყვარელი წიგნის კითხვა ან მთელი დღე ლოგინში წოლა ამ დღის იდეალური სცენარი იქნება.

Axios: ისრაელი ირანის ნავთობის ობიექტების დაბომბვას აპირებს

1775603678

The New York Times: ირანმა პაკისტანის წინადადება ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიიღო

ირანმა პაკისტანის წინადადება ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The New York Times-ი ავრცელებს.გადაწყვეტილება მოჰყვა პაკისტანის აქტიურ დიპლომატიურ ძალისხმევასა და თეირანის მთავარი მოკავშირის, ჩინეთის ჩარევას. პეკინმა ირანს მოქნილობის გამოჩენისა და დაძაბულობის დეესკალაციისკენ მოუწოდა.სამი ირანელი მაღალჩინოსნის განცხადებით, ამ გადაწყვეტილების მიღებისას გადამწყვეტი როლი ითამაშა კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაზიანებით გამოწვეულმა ეკონომიკურმა კოლაფსმა და მზარდმა შეშფოთებამ ქვეყნის სტაბილურობაზე.მათივე ინფორმაციით, ზავის პირობებს მხარი დაუჭირა ირანის ახალმა უზენაესმა ლიდერმა, აითოლა მოჯთაბა ხამენეიმ.

ისრაელის დროშა

1775602894

CNN: ისრაელი ცეცხლის დროებით შეწყვეტას დათანხმდა

ისრაელი შეუერთდა ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომელიც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა.პრეზიდენტი ირანს სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მასშტაბური სამხედრო იერიშებით ემუქრებოდა იმ შემთხვევაში, თუ თეირანი სრუტეს არ გახსნიდა.თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა CNN-ს განუცხადა, რომ ისრაელი დათანხმდა საჰაერო დაბომბვების კამპანიის შეჩერებას მანამ, სანამ მოლაპარაკებები გრძელდება.

 ტრამპი

1775601862

ტრამპი: იმ პირობით, თუ ირანი დათანხმდება ჰორმუზის სრუტის სრულ, დაუყოვნებლივ და უსაფრთხო გახსნას, თანახმა ვარ, ორი კვირის ვადით შევაჩერო ირანის დაბომბვა - ეს იქნება ორმხრივი ცეცხლის შეწყვეტა

პაკისტანის პრემიერ-მინისტრთან, შეჰბაზ შარიფთან და ფელდმარშალ ასიმ მუნირთან საუბრის საფუძველზე, რომლებმაც მთხოვეს, შემეჩერებინა დამანგრეველი ძალა, რომელიც ამაღამ ირანისკენ იყო მიმართული - და იმ პირობით, თუ ირანის ისლამური რესპუბლიკა დათანხმდება ჰორმუზის სრუტის სრულ, დაუყოვნებლივ და უსაფრთხო გახსნას - თანახმა ვარ, ორი კვირის ვადით შევაჩერო ირანის დაბომბვა და მასზე თავდასხმა - ეს იქნება ორმხრივი ცეცხლის შეწყვეტა, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.„ამის მიზეზი ის არის, რომ ჩვენ უკვე მივაღწიეთ და გადავაჭარბეთ კიდეც ყველა სამხედრო ამოცანას და ძალიან ახლოს ვართ ირანთან გრძელვადიანი მშვიდობისა და ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის შესახებ საბოლოო შეთანხმებასთან. ჩვენ ირანისგან მივიღეთ 10-პუნქტიანი წინადადება და მიგვაჩნია, რომ ის მოლაპარაკებებისათვის გამოსადეგი საფუძველია. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის წარსულში არსებული თითქმის ყველა სადავო საკითხი შეთანხმებულია, ხოლო ორკვირიანი პერიოდი საშუალებას მოგვცემს, შეთანხმება საბოლოოდ გაფორმდეს და დასრულდეს. ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, როგორც პრეზიდენტისთვის და ასევე ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების წარმომადგენლისთვის, ჩემთვის პატივია, რომ ეს გრძელვადიანი პრობლემა გადაჭრასთან ასე ახლოსაა“, - აღნიშნა მან.

ანტონიუ გუტერეში

1775598300

გაეროს გენერალური მდივანი დონალდ ტრამპის მიერ ირანის მისამართით გაკეთებული განცხადებების გამო შეშფოთებას გამოთქვამს

გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიუ გუტერეში „ძალიან შეშფოთებულია“ დონალდ ტრამპის ბოლოდროინდელი განცხადებებით, რომლებიც ირანის წინააღმდეგ „მთელი ცივილიზაციის“ განადგურების მუქარას შეიცავდა. აღნიშნული ინფორმაცია სამშაბათს, 7 აპრილს, გენერალური მდივნის პრესსპიკერმა გაავრცელა.სტეფან დიუჟარიკის განცხადებით, გუტერეშს აშფოთებს რიტორიკა, რომელიც პოლიტიკური და სამხედრო გადაწყვეტილებების გამო მთელი ხალხის ან ცივილიზაციის დასჯას უშვებს.„გენერალური მდივანი ძალიან შეშფოთებულია იმ განცხადებებით, რომლებიც გუშინ და დღეს დილით მოვისმინეთ... რაც მიანიშნებს იმაზე, რომ მთელ ხალხს ან ცივილიზაციას შესაძლოა პოლიტიკური და სამხედრო გადაწყვეტილებების შედეგების გაზიარება მოუწიოს“, - აღნიშნა დიუჟარიკმა.პრესსპიკერმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ არანაირი სამხედრო მიზანი არ ამართლებს საზოგადოების ინფრასტრუქტურის მასობრივ განადგურებას ან სამოქალაქო მოსახლეობისთვის განზრახ ასეთი ტანჯვის მიყენებას.

პაკისტანი ამერიკა

1775597340

CBS News: პაკისტანური წყაროების ცნობით, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს

პაკისტანის პრემიერ-მინისტრი, შეჰბაზ შარიფი ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებს. აღნიშნულ ინფორმაციას CBS News-ს მოლაპარაკებებთან დაახლოებული პაკისტანის სამთავრობო პირები და საკითხში ჩახედული წყაროები უდასტურებენ.მოლაპარაკებებში აშშ-ის მხრიდან მთავარი შუამავლის როლს ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი ასრულებს.ვენსი ამ დიპლომატიურ პროცესში ცენტრალურ ფიგურად ჩამოყალიბდა, რადგან, გავრცელებული ინფორმაციით, ირანული მხარე მასთან დიალოგს სხვა ამერიკელ მაღალჩინოსნებთან შედარებით მეტ უპირატესობას ანიჭებს.სამშაბათს, შარიფმა განაცხადა, რომ პაკისტანმა წამოაყენა შეთანხმების პირობა, რომელიც ითვალისწინებს ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტას, რომლის განმავლობაშიც ირანი ჰორმუზის სრუტეს გახსნის.

საგანგებო სიტუაციების სამსახური

1771174101

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს.''გვსურს მოსახლეობას ვაცნობოთ, რომ მიმდინარე წლის 31 იანვარს, თბილისში, მდინარე მტკვარში გაუჩინარებული პიროვნების ძებნა-შველის ღონისძიებების ფარგლებში, 16 და 17 თებერვალს, დაგეგმილია ორთაჭალჰესის ხიდიდან რუსთავის მიმართულებით მტკვრის კალაპოტში წყლის დონის ხელოვნურად შემცირება ბუნებრივ ნიშნულამდე, რაც ზემოთხსენებულ ტერიტორიაზე გამოიწვევს წყლის დონის ეტაპობრივ მატებას.მოვუწოდებთ მოსახლეობას, გამოიჩინონ სიფრთხილე და თავი შეიკავონ ორთაჭალჰესის ხიდიდან რუსთავის მიმართულებით კალაპოტის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისგან.ღონისძიებაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 200-მდე მეხანძრე-მაშველი იქნება ჩართული. ასევე, მყვინთავთა ჯგუფები, წყლის საშუალებები და საფრენი აპარატები.'' - წერია განცხადებაში 

პიტბული საბერძნეთი

1765129374

ტრაგედია საბერძნეთში: 2 წლის ბავშვი პიტბულის თავდასხმის შედეგად დაიღუპა

ზაკინთოს მოსახლეობა შოკირებულია კუნძულზე მომხდარი შემთხვევით – 2 წლის ბავშვი ოჯახის პიტბულის თავდასხმის შედეგად დაიღუპა.წინასწარი ინფორმაციით, ბიჭი გაურკვეველი მიზეზით, მშობლების ყურადღების მიღმა აღმოჩნდა, ეზოში გავიდა, სადაც ძაღლი ჰყავდათ დაბმული, ახლოს მივიდა, რა დროსაც პიტბული თავს დაესხა და უმძიმესი დაზიანებები მიაყენა, განსაკუთრებით კისრის არეში.ბავშვის მამის თქმით, ძაღლი უპატრონო იყო და შეიფარეს, თუმცა, ეზოში ჰყავდათ და არა სახლში.2 წლის ბიჭი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ექიმებმა ყველაფერი სცადეს, მის გადასარჩენად, მაგრამ ამაოდ, ბავშვის მდგომარეობა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი იყო.მშობლები პოლიციამ დააკავა, თუმცა, მალევე გაათავისუფლა, მათ კიდევ ორი შვილი ჰყავთ. რაც შეეხება ძაღლს, მომდევნო დღეებში გადაწყდება საკითხი, მისი ევთანაზიის შესახებ. 

ადამიანის ტვინის ქსოვილისგან ფუნქციური კომპიუტერი შექმნეს

1762116454

გამოვლინდა ასაკი, რომლის შემდეგაც იწყება ტვინის დაბერება

გონებრივი პროცესების თვალსაზრისით, დაბერების პროცესის დასაწყისი აღინიშნება 25-დან 35 წლამდე ასაკში.ასაკთან ერთად ტვინის მოცულობა თანდათან მცირდება, განსაკუთრებით შუბლისა და საფეთქლის წილებში, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მაღალ ფსიქიკურ ფუნქციებზე, როგორიცაა დაგეგმვა, გადაწყვეტილების მიღება და მეხსიერება. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანში ნეირონების რაოდენობა გარკვეულ ასაკამდე შედარებით სტაბილური რჩება, ტვინი დაბერებისას თანდათან კარგავს მათ.ეს გამოწვეულია დაბერების ბუნებრივი პროცესებით და შეიძლება გამწვავდეს ისეთი ფაქტორებით, როგორიცაა სტრესი, ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა და ავადმყოფობა.თეთრი ნივთიერება, რომელიც შედგება მიელინირებული აქსონებისაგან, რომლებიც აკავშირებენ ნერვულ უჯრედებს და უზრუნველყოფენ მათ შორის სიგნალის გადაცემას, ასევე განიცდის ცვლილებებს. ასაკთან ერთად მიელინი მცირდება და სინაფსური კავშირების რაოდენობა (აქსონების შეხების წერტილები სხვა ნეირონებთან) მცირდება, რაც ამცირებს ნეირონებს შორის სიგნალის გადაცემის სიჩქარეს და სიზუსტეს.ტვინის ვარჯიშის მრავალი მეთოდი არსებობს, მათ შორის წიგნების კითხვა, თავსატეხების ამოხსნა და კომპიუტერული აპლიკაციების გამოყენება, რომლებიც უზრუნველყოფენ ინტერაქტიულ გამოწვევებს მეხსიერების, ყურადღების და ანალიტიკური უნარების განვითარებაში. ყველა ეს მეთოდი ხელს შეუწყობს ტვინის დაბერების შენელებას.11 პროდუქტი, რომლის მიღებაც შეაფერხებს დემენციის პროცესების განვითარებას:👉 მსხალი,👉 ზეითუნის ზეთი,👉 ღვინო (მხოლოდ მცირე რაოდენობით და წითელი),👉 პომიდვრის საწებელი,👉 სალათის ფურცლები,👉 პარკოსნები,👉 ჩაი,👉 ისპანახი,👉 ბროკოლი,👉ფორთოხალი,პომიდორი.ტვინის დაბერება არის სიბერით განპირობებული ტვინში თანდათანობითი ცვლილებების პროცესი. ეს ცვლილებები არის ცვლილებები, რომლებიც ხდება ყველა ადამიანში ასაკის მატებასთან ერთად და ცვლილებები, რომლებიც განვითარებულია სპეციფიკური დაავადებების (მათ შორის, არაღიარებული) გამო... 

მამა ვიტალი

1760472959

„ადგომის დროს და ძილის წინ... ეს ყველა ავადმყოფობის წამალია“ - განკურნების მეთოდი მამა ვიტალის წერილიდან

რწმენით განკურნება რომ შესაძლებელია, ეს მორწმუნემ იცის. მრავალი წელი იტანჯებოდა ქალი სისხლდენით, მაგრამ მაცხოვარს, კალთაზე, რწმენით შეეხეო თუ არა, მაშინვე განიკურნა. შენმა რწმენამ განგკურნაო, ეუბნება მას იესო. ამდენად რწმენით მიღებული ნაკურთხი წყალი, წასმული ზეთი და წმინდა ნაწილებთან მიახლება - გვკურნავს.ამონარიდი სქიმარქიმანდრიტი ვიტალის (სიდორენკო) წერილიდან, სადაც იგი განკურნების ასეთ მეთოდს იძლევა:„დილით ადგომის დროს ერთხელ თქვას – „მამაო ჩვენო“ და ერთხელ – „ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ,“ ერთი მეტანია, ჩაის კოვზით ნაკურთხი წყალი მიიღოს.საღამოს ძილის წინ: ერთხელ – „მამაო ჩვენო“, ერთხელ – „ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ“, ერთი მეტანია, ნაკურთხი ზეთი იცხოს მტკივნეულ მკერდზე, თან თქვას: „სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ამინ.“ასე გააკეთოს 40 დღის განმავლობაში და კარგად იქნება.ეს ყველა ავადმყოფობის წამალია, – ამბობდა იოანე კიეველი, როდესაც ადამიანებს ასწავლიდა, როგორ უნდა შეენარჩუნებინათ ჯანმრთელობა.“